ჰიდროლოგიური რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:00, 25 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰიდროლოგიური რუკა – (hydrological map), ხმელეთის ზედაპირზე წყლის განაწილების გამოსახულება. ზედაპირული წყლების დახასიათება ხდება შემდეგი მაჩვენებლებია: ჩამონადენი, მდინარეთა წყლის ქიმიური შემადგენლობა, თერმული და მყინვარული რეჟიმი. მათ შორის ძირითადია ჩამონადენის რუკები. ჩამონადენი (წყლიანობა) რუკაზე აღინიშნება მასშტაბში გამოსახული ზოლით, რომლის სისქე მიუნიშნებს ჩამონადენის ოდენობაზე მდინარის სხვადასხვა კვეთში. ჰიდროლოგიური რუკებით შეიძლება ტერიტორიის წყლის რესურსების შეფასება.