მრავალწახნაგა პროექციები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:09, 26 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მრავალწახნაგა პროექციები – (polyhedric projections), ელიფსოიდური ან სფეროიდული ზედაპირის სიბრტყეზე გაშლის მათემატიკური ხერხი. დედამიწის ზედაპირი წარმოდგენით დაყოფილია მცირე ზომის სფერულ ან სფეროიდულ ტრაპეციებად. ასეთი ხერხი გამოიყენება რუკებისათვის, რომლებიც გამოიცემა ფურცლების სერიის სახით და რომელთა პარამეტრები ცვალებადია.