მიწის ფონდის რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:06, 26 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიწის ფონდის რუკა – (map of land fund), გამოსახავს ტერიტორიული ერთეულის მიწების სტრუქტურას, მათ ბუნებრივ-რესურსულ პოტენციალს და სამეურნეო გამოყენებას. გამოყოფენ მიწების შემდეგ კატეგორიებს: სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ტყეებს, ბუჩქნარს, საძოვრებს, წყლის, ნაგებობებისა და გზების ქვეშ დაკავებულ და სხვა მიწებს. მიწა, როგორც უძრავი ქონება, არის დაბეგვრის და ინვესტირების ობიექტი, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების საფუძველი, ეროვნული სიმდიდრის ნაწილი. რუკის შესადგენად იყენებენ საკადასტრო მონაცემებს. გრაფიკული გამოსახვა ხდება წრიული ან კვადრატული კარტოდიაგრამით.