მეტალოგენური რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:24, 26 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მეტალოგენური რუკა – (metallogenical map), ასახავს მადნეული წიაღისეულის საბადოების კავშირს დედამიწის ქერქის გეოლოგიურ სტრუქტურებთან და მთის ქანების ამა თუ იმ ფორმაციასთან. იქმნება მეტალოგენური ტერიტორიების შესწავლის მიზნით. გამოიყენება გეოლოგიურ საძიებო სამუშაოებში მადნეული წიაღისეულის გავრცელების პროგნოზირებისა და გამოვლინებისათვის.