კარტოგრაფიული პროექცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:35, 26 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარტოგრაფიული პროექციები აგების ხერხის მიხედვით 1. ცილინდრული 2. კონუსური 3. აზიმუტური და სფერული ზედაპირიდან სიბრტყეზე გადასვლის მაგალითი

კარტოგრაფიული პროექცია – (map projection, cartographic projection), დედამიწის ან სხვა პლანეტების ზედაპირის სიბრტყეზე გამოსახვის მათემატიკური ხერხი. ყველა კარტოგრაფიულ პროექციას აქვს სხვადასხვა დამახინჯება სფეროიდული ზედაპირიდან სიბრტყეზე სხვადასხვა ხერხით გადასვლის გამო.

დამახინჯების მიხედვით პროექციები არის: ტოლკუთხა (არ მახინჯდება კუთხეები, შესაბამისად – ფორმები), ტოლდიდი (არ მახინჯდება ფართობები), ტოლშორისული (არ მახინჯდება ერთი რომელიმე მიმართულება – მერიდიანი ან პარალელი), ნებისმიერი (სხვადასხვა ხარისხით მახინჯდება კუთხეები, სიგრძეები და ფართობები).

აგების ხერხის მიხედვით (დამხმარე სხეულის გამოყენება) პროექციები არის: ცილინდრული, კონუსური, აზიმუტური, ფსევდოცილინდრული, ფსევდოკონუსური, პოლიკონუსური, პირობითი, მრავალწახნაგა. კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია კარტოგრაფიული პროექციის აგება წინასწარ განსაზღვრული დამახინჯებით. პირველი კარტოგრაფიული პროექციების შემდგენელად ითვლება ბერძენი ასტრონომი ჰიპარქე (ძვ.წ-ის II ს.).


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები