კურვიმეტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:48, 26 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კურვიმეტრი – (curvimeter, curvometer), რუკაზე და გეგმაზე მრუდი ხაზების გასაზომი ხელსაწყო. კურვიმეტრის წვეროზე მოთავსებული ბორბალის ხაზის გასწვრივ გატარებით ანათვალი გადაეცემა მექანიზმს და აისახება ციფერბლატზე. გამოსაყენებლად უფრო მარტივია ელექტრონული კურვიმეტრი.