პროპორციული ფარგალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:00, 28 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პროპორციული ფარგალი – (proportional divider), სახაზავი ხელსაწყო, რომელიც შედგება ერთმანეთთან მოძრავად დაკავშირებული ლითონის ორი ფეხისგან. ყოველ ფეხს აქვს ორი წვერიანი ბოლო. მოძრავი სახსარი შესაძლებლობას იძლევა ისე დამაგრდეს ფარგალი, რომ კარტოგრაფიული მასალიდან შესადგენ რუკაზე ობიექტი გადავიდეს სასურველი შემცირებით ან გადიდებით (მასშტაბში).