ჰუკი რობერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:44, 20 დეკემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რობერტ ჰუკი - (ინგლ. Robert Hooke, (1635-1703 წ.) ინგლისელი ფიზიკოსი, ბიოლოგი და მათემატიკოსი.

რობერტ ჰუკის ინტერესები ფართო დიაპაზონის პრობლემებს მოიცავდა მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან. მეცნიერების ისტორიაში შევიდა როგორც ნივთიერებათა დრეკადობის კანონის ავტორი. ამ კანონს მისი სახელი ეწოდება (ჰუკის კანონი) და წარმოადგენს დრეკადობის თეორიის ძირითად კანონს (სხეულის დრეკადობის დეფორმაცია პირდაპირ პროპორციულია მასზე მოდებული ძალისა).

რობერტ ჰუკმა საათის კაუჭსაჭერი გამოიგონა, აგრეთვე ააგო რეფლექტორული ტელესკოპი, წვიმამზომი, ვატერპასი, ჰიუგენსთან ერთად განსაზღვრა თერმომეტრის მუდმივი წერტილები (ყინულის დნობის და წყლის დუღილის წერტილები). ჯერ კიდევ ისააკ ნიუტონზე ადრე გამოთქვა მოსაზრება ციურ სხეულთა შორის მანძილის კვადრატის უკუპროპორციული ძალით მიზიდულობის შესახებ.

ჰუკი იყო სინათლის ტალღური ბუნების თეორიის მომხრე. მეცნიერმა თავისივე გაუმჯობესებული მიკროსკოპით აღმოაჩინა მცენარეთა უჯრედების არსებობა.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები