ჰუკის კანონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰუკის კანონი – ფიზიკური კანონი, რომლის თანახმად დრეკადი ტანის (ზამბარა, ღერო, კოჭი, კონსოლი და ა.შ.) დეფორმაცია პროპორციულია ამ ტანზე მოდებული ძალის. კანონი 1660 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა მეცნიერმა რობერტ ჰუკმა. ჰუკის კანონი მართებულია მხოლოდ დრეკადობის საზღვრებში (მცირე დეფორმაციებისას).

გაჭიმული ღეროსათვის ჰუკის კანონს აქვს სახე:

F = kΔℓ,

სადაც F – გამჭიმი ძალა;

Δℓ – ღეროს აბსოლუტური წაგრძელება;

k – დრეკადობის (სიხისტის) კოეფიციენტი, დამოკიდებული მასალის თვისებებსა და ღეროს ზომებზე.

k = EA/ℓ,

სადაც A – ღეროს განივკვეთის ფართობი;

ℓ – ღეროს გეომეტრიული სიგრძე;

E – მასალის მექანიკური მახასიათებელი ანუ დრეკადობის მოდული (იუნგის მოდული).

თუ შემოვიტანთ ფარდობითი წაგრძელების მცნებას ε = Δℓ/ℓ და ღეროს განივკვეთში ნორმალური ძაბვის მნიშვნელობას σ = F/A, მაშინ ჰუკის კანონი ფარდობითი სიდიდეებისათვის შეიძლება ჩაიწეროს ასე: σ = Eε. ს

წორი ღეროების გაანგარიშებისას მოსახერხებელია ჰუკის კანონის ჩაწერა ფარდობითი ფორმით: Δℓ = Fℓ/ EA.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები