რუხლოყება მურტალა
რუხლოყება მურტალა (ლათ. Podiceps griseigena Boddaert), 1783. – საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 150-210 მმ-ია, ნისკარტი – 50-58 მმ, წონა – 600-700 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზაფხულში თავი და კისერი ზემოდან შავი აქვს. კეფასა და კისრის უკანა ნაწილში ბუმბულები წაგრძელებულია. თვალების ქვეშ და ყურების უკან აქვს თეთრი ზოლები. თავის გვერდები, ნიკაპი და ყელი რუხია; კისერი წინიდან და ჩიჩახვი – ქარცი. დანარჩენი ქვემო მხარე თეთრია, სხეულის გვერდები კი მორუხო-მურა ფერისაა. ფრთის ზედა მფარავები და მომქნევები მოშავოა, მაგრამ მეორე რიგის მომქნევების ნაწი- ლი თეთრია. ზამთარში ზურგის მხარე მუქი მორუხო ფერისაა. კისერი წინი- დან და გვერდებიდან, აგრეთვე სხეულის გვერდები მოწაბლისფროა. დანარ- ჩენი ქვემო მხარე – თეთრი. ნისკარტი შავია, მაგრამ ძირში მოყვითალო. გალო გარეთა მხრიდან და გარეთა თითი შავია, ხოლო დანარჩენი თითები და გალო შიგნიდან – მოყვითალო-მურა. ცნობილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დ ა ს ა ვ ლ უ რ ი რუხ ლ ო ყ ე ბ ა მ უ რ ტ ა ლ ა –P. g. griseigena Bodd., 1783. გ ა ვ რ ც ე ლ ე ბა. სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის უდიდეს ნაწილს, დასავლეთ ციმბირს, აღმოსავლეთ ციმბირს (შუა ციმბირში არაა), აგრეთვე კანადის უმეტეს ნაწილს. ევროპასა და დასავლეთ ციმბირში ჩრდი- ლოეთი საზღვარი გადის არხანგელსკსა და უფაზე, ხოლო აღმოსავლეთ ციმ- ბირში – მდ. კოლიმის შესართავთან. სამხრეთი საზღვარია ამიერკავკასია, ურალისა და სირ-დარიის ქვემო დინებები, ამურის ზემო დინება და უსურის აუზი. ზამთრობს კასპიისა და შავი ზღვებზე, აგრეთვე ინგლისის, ჩრდილოეთი აფრიკის, იაპონიისა და აშშ-ის ოკეანეებისა და ზღვების სანაპიროებზე. სა- ქართველოში მობინადრეა. ბ ი ო ტ ო პ ი ბუდობის პერიოდში ეტანება წყლის მცენარეულობით მდიდარ მტკნარ წყალსატევებს. სხვა დროს მოიპოვება ზღვებსა და მდინა- რეთა შესართავებშიც. გ ა მ რ ა ვ ლ ე ბ ა. მონოგამიური ფრინველია. ბუდობს მეტწილად კო- ლონიებად. მაისის მეორე ნახევარში ლელისა და სხვა წყლის მცენარეებისა- გან აკეთებს ბუდეს წყალზე. კვერცხების რაოდენობა მერყეობს 3-დან 6-მდე. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 23 დღეს გრძელდება. ა კ ვ ე ბ ა ბუდობის პერიოდში იკვებება წვრილი თევზებით, ბაყაყებით და უხერხემლო ცხოველებით – მოლუსკებით, მწერებით და სხვ. ნაწილობ- რივ ჭამს წყლის მცენარეთა თესლებსა და მწვანე ნაწილებს. ზამთრის საკვებს შეადგენენ წვრილი თევზები და კიბოსნაირები. მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა. დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.