მცირე ჩვამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:25, 22 იანვარი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მცირე ჩვამა – Phalacrocorax pygmaeus Pallas, 1773 ა ღ წ ე რ ა ჩვამებს შორის ყველაზე პატარა ზომისაა, ფრთა 200–215 მმ-ია, ნისკარტი 28–32 მმ, წონა – 800 გ-მდე. მამალი ოდნავ დიდია დე- დალზე. შეფერილობით დედალი არ განსხვავდება მამლისაგან, მაგრამ არის ასაკობრივი და სეზონური განსხვავება. ზრდასრული ფრინველი თავსა და კისერზე მურა-შოკოლადისფერია; თვალების ირგვლივ არის პატარა თეთრი ბუმბულები, ხოლო შუბლის ძირში – მოკლე ჯაგრისებური ბუმბულები. დანარჩენი ბუმბულსაფარველი ძირითადად შავია, მკრთალი მომწვანო ელ- ფერით. მხრებისა და ფრთების ზემო მფარავები მონაცრისფრო-შავია. გაზა- ფხულზე მთელ ტანზე გაბნეულია ბალნისმაგვარი თეთრი ბუმბულები. გამ- რავლების პერიოდში თავი ზემოდან და კისერი მურა ფერისაა, ზურგი და სხეულის გვერდები უფრო მუქი მურაა. ზურგის წინა ნაწილის ბუმბულებს აქვთ ღია მურა ფერის არშიები. მუცლის მხარე მოთეთროა, განსაკუთრებით მუცლის შუა ნაწილში, ხოლო მკერდსა და ჩიჩახვზე არის მურა-მოქარცის- ფრო ლაქები. იანვრის თვეში ჩიჩახვის გვერდებზე შეიმჩნევა წვეთის ფორ- მის რამდენიმე თეთრი ბუმბული. ნისკარტი მუქია, ხოლო ფეხები – შავი. გ ა ვ რ ც ე ლ ე ბ ა. სსრ კავშირის ფარგლებში ბუდობს კასპიის ზღვაზე, მეტწილად მდინარეთა შესართავებთან, აგრეთვე სირ-დარიისა და ამუდარიის აუზებში, არალის ზღვაზე. იზოლირებული კოლონია ცნობილია სევანის ტბაზე. შავ ზღვაზე დადგენილია ბინადრობა დუნაის შესართავთან. სსრკ ფარ- გლებს გარეთ მოიპოვება მცირე აზიაში, სირიაში, პალესტინაში, ერაყსა და ირანში. მრავალგანაა ევროპის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე. თითქმის ყველგან მობინადრეა. საქართველოშიც ცნობილია როგორც მობინადრე ფრინველი. ბ ი ო ტ ო პ ი. ბინადრობს ზღვების სანაპიროებზე, აგრეთვე თევზებით მდიდარ დამდგარი წყალსატევების ან მდორე მდინარეთა სანაპიროებზე, სა- დაც კარგად არის განვითარებული ტყე და წყლის მცენარეულობა, ხოლო წყალი სუფთა და გამჭვირვალეა. გ ა მ რ ა ვ ლ ე ბ ა. ბუდობს ხეებზე ან ლელიანში. რიცხვმრავალ კოლო- ნიას არ წარმოქმნის, მაგრამ არ გაურბის სხვა ფრინველების მეზობლობას. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 4 5 კვერცხს. კრუხად მორი- გეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დად- გენილი არაა. კ ვ ე ბ ა. მცირე ჩვამას ძირითადი საკვები თევზებია. იკვებება წვრილი კიბოსნაირებითაც. მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა. პრაქტიკულად ინდიფერენტული ფრინველია.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები