ადიგენის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:00, 4 მარტი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ადიგენის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ახალი კუკია); ვეძათხევის ქუჩიდან რკინიგზამდე, წარმოიქმნა XIX ს. II ნახევარში. ქუჩას 1938-მდე თოფისწამლის შესახვევი ერქვა იმის გამო, რომ ერთ-ერთი გზა არსენალისკენ აქედანაც მიდიოდა. ამ სახელითაა შეტანილი თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში.