ყავის ლიქიორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:19, 19 მარტი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Yava.PNG

ყავის ლიქიორი

300 გრ ყავა;
1 ლ სპირტი;
2 ლ წყალი;
1 კგ შაქარი;
1 გრ ვანილი.

ყავის მარცვლები დავფქვათ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. ცალკე სიროფის მოსახარშად ერთმანეთს შევურიოთ შაქარი, 1 ლ წყალი და ვანილი. გაცივებული ყავა დავასხათ სიროფს, კარგად მოვურიოთ, დავასხათ სპირტი, ისევ მოვურიოთ და ეს ნარევი გავაჩროთ 4-5 დღის განმავლობაში. შემდეგ კარგად გავწუროთ და ჩავასხათ ბოთლებში.

ყავის ლიქიორი (II ვარიანტი)

50 გრ ნალექიანი ყავა;
300 გრ წყალი სიროფისათვის;
2,5 ჭიქა წყალი;
1,5 ჭიქა შაქარი;
1 ჩ/კ ლიმონის წვენი;
2 ჭიქა კონიაკი.

მოვხარშოთ ყავა, ჩავასხათ ჭურჭელში, კარგად დავახუროთ თავი და შევინახოთ 1 დღე–ღამის განმავლობაში. შაქარს დავასხათ წყალი და მოვხარშოთ სიროფი. მიღებულ სიროფს დავუმატოთ ლიმონის წვენი, გაწურული ყავა, 2 2 ჭიქა კონიაკი, კარგად ავურიოთ, გავწუროთ, ჩამოვასხათ ბოთლებში და გავაჩეროთ 2-3 კვირის განმავლობაში.


წყარო

მსოფლიოს ხალხთა სასმელები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები