თოლიასებრნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თოლიასებრნი (ლათ. Laridae) − ფრინველთა ოჯახი თოლიასნაირთა რიგიდან. ოჯახის დახასიათება ემთხვევა რიგის დახასიათებას. ამ ოჯახიდან საქართველოში მოიპოვება 15 სახეობა, რომლებსაც პრაქტიკული მიზნით 4 გვარში ვაერთიანებთ.
- თოლია (ლათ. Larus)
- თევზიყლაპია (ლათ. Chlidonias)
- თოლიისნისკარტა თევზიყლაპია (ლათ. Gelochelidon)
- მეთოვლია (ლათ. Sterna)