ყავა ალჟირულად
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:28, 11 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ყავა ალჟირულად
7 გ ყავა;
20 მლ 33%-იანი ნაღები;
15-20 მლ წყალი;
2 მლ კვერცხის ლიქიორი (სურვილის მიხედვით).
ახლად დაფქული ყავა ჩავყაროთ ყავადანში, დავასხათ ცივი წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე. ეს პროცესი გავიმეოროთ ორჯერ და გადმოვიღოთ ცეცხლიდან. 1-2 წუთის შემდეგ დავუმატოთ ერთი ყავის კოვზი ცივი წყალი და დავდგათ ცეცხლზე 1 წუთის განმავლობაში. სქელკედლიან ჭიქაში მოვათავსოთ ათქვეფილი ნაღები, დავასხათ ლიქიორი და ზემოდან წვრილი ნაკადით დავასხათ ყავა.