კვერცხის ლიქიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კვერცხის ლიქიორი
5-6 კვერცხის გული;
200 გრ შაქარი;
1 ქილა შესქელებული რძე;
1 ჭიქა 95%-იანი სპირტი;
მწიკვი ვანილი.
ავთქვიფოთ კვერცხის გული და შაქარი. შემდეგ დავუმატოთ ვანილი, შესქელებული რძე, კარგად ავურიოთ, დავუმატოთ სპირტი, ისევ ავურიოთ, ჩავასხათ ბოთლებში, დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ 2-3 თვე.
კვერცხის ლიქიორი (II ვარიანტი)
8-10 კვერცხის გული;
200-300 გრ შაქარი;
2 ჭიქა კონიაკი;
1 ჩ/კ ნუშის გული
ვანილი გემოვნებით.
კვერცხის გულს შევურიოთ შაქარი, დავუმატოთ ვანილი, პატარა ნაჭრებად დაჭრილი ნუშის გული და კარგად ავთქვიფოთ. მიღებული მასა ჩავასხათ ქილაში, დავასხათ კონიაკი, კარგად შევანჯღრიოთ, ქილას დავახუროთ თავსახური და შევინახოთ გრილ ადგილას 2-3 თვის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ და ჩავასხათ ბოთლებში.