ანაბერგ-ლუნგიოცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:18, 12 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურორტი ანაბერგ-ლუნგიოცი

ანაბერგ-ლუნგიოცი – (ინგლ. Annaberg-Lungöts, რუს. Аннаберг-Лунгѐц), კლიმატური კურორტი ავსტრიაში, ზალცბურგის მხარის, ჰალაინის ოლქში, ქ. ზალცბურგიდან 42 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქ. აბთენაუდან 8 კმ-ში, სამხრეთით. მდებარეობს დოლომიტის ალპებში, ზღვის დონიდან 780 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად ცივია, თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18,5°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 6,8°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1400 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (506 მმ), ხოლო მინიმუმი – ზამთარზე (301 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეა ივლისი (204 მმ), ხოლო ყველაზე მშრალი – თებერვალი (79,4 მმ).

ანაბერგ-ლუნგიოცსა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: მუხა, რცხილა, იფანი, წიფელი და ნაძვი. კურორტის მიდამოებში გვხვდება საძოვრები – ალმები.

ანაბერგ-ლუნგიოცის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია დაბალი მთის ჰავა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.

ანაბერგ-ლუნგიოცის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ანაბერგ-ლუნგიოცში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი, ციგაობა, ციგურაობა და სხვ.; გულსისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

ანაბერგ-ლუნგიოცისთვის უახლოესი მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტები მდებარეობს კურორტ აბთენაუსა და ქ. ზალცბურგში.


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები