ანესი-ლე-ვიე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:50, 13 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურორტი ანესი-ლე-ვიე

ანესი-ლე-ვიე – (Annecy-Le-Vieux, Аннеси-Ле-Вье), კლიმატური სამთო-სათხილამურო კურორტი აღმოსავლეთ საფრანგეთში, რონა-ალპების რეგიონში, ზემო სავოიის დეპარტამენტში, ქ. ანსიდან (ქ. ანესიდან) 2,4, ხოლო ქ. ლიონიდან 104 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქ. ჟენევიდან 57 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით და ქ. ლოზანიდან 101 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს ალპებში, ზღვის დონიდან 785 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური – დაბალი მთის, ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -0,4°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 19,2°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,8°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 944 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის შემოდგომაზე (254 მმ), ხოლო მინიმუმი – ზამთარზე (225 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეა ნოემბერი (97 მმ), ყველაზე მშრალი – აპრილი (70 მმ).

ანესი-ლე-ვიეს ტერიტორიაზე გავრცელებულია: ხეხილის ბაღები (ვაშლი, მსხალი და სხვ.) და ვენახები, ფიჭვისა და მუხის ნარგავები. კურორტის მიდამოებში გავრცელებულია: მწვანე მდელოები, მუხნარისა და წიფლნარის მასივები. გვხვდება აგრეთვე ფიჭვისა და ნაძვის ნარგავები.

ანესი-ლე-ვიეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია დაბალი მთის ჰავა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.

ანესი-ლე-ვიეს ბუნებივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: ჰაერისა და მზის აბაზანები წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში.

ჩვენებები ანესი-ლე-ვიეში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – თხილამურებითა და სნოუბორდებით სრიალი, ციგაობა და ციგურაობა, სკაი-სკორინგი და სხვ.; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

ანესი-ლე-ვიესთვის უახლოესი მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტები მდებარეობს ქ. ანსიში, ქ. ლიონში, ქ. ჟენევასა და ქ. ლოზანაში.

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები