არარატი (კურორტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:51, 17 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არარატი – (ინგლ. Ararat, რუს. Арарат), ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი სომხეთში, არარატის ოლქში, ქ. ერევნიდან 51 და ქ. ვაღარშაპატიდან (ქ. ეჩმიაძინიდან) 42 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქ. სევანიდან 102, ხოლო ქ. რაზდანიდან 92 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს არარატის ვაკეზე, მდინარე არაქსის (მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 800 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ვაკე.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის, შეხამებული ველის ჰავასთან. ზამთარი ზომიერად ცივია, თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -6°C ზაფხული თბილია და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 26°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 270 მმ-ს. წვიმების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე, მინიმუმი – ზაფხულზე. მზის ნათების ხანგრძლივობა საშუალოდ 2500 საათია წელიწადში.

საკურორტო ადგილ არარატისა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია ხეხილის ბაღებითა (ვაშლი, ატამი, გარგარი, ლეღვი და სხვ.) და ვენახებით. საკურორტო ადგილის მიდამოებში გვხვდება, აგრეთვე, ველის მცენარეულობა (ვაციწვერა, კეწეწურა, ველის წივანა, ჭანგა და სხვ.).

საკურორტო ადგილ არარატის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუბთერმული (t -24-25°C), სუსტი მინერალიზაციის (M -1,3-1,5 გ/დმ3) ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-მაგნიუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები და დაბალი მთის ჰავა, შეხამებული ველის ჰავასთან, აეროიონებით გაჯერებული დაბალი მთის ჰაერი. საკურორტო ადგილ არარატის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები და შესხურებები ამ წყლით; პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები საკურორტო ადგილ არარატში წასასვლელად: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და შარდ-სასქესო ორგანოების პათოლოგიები; ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

ქ. არარატში (მდინარე არაქსის ხეობა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და სხვ.), ქ. არარატის მიდამოებში (დამლაშებული ჭაობები; ნამარხი ფლორა „ჯერმანისი“ ნასოფლარ ჯერმანისთან; ნამარხი ფაუნა მდინარე ვედის აუზში, სოფელ ურცაძორიდან 15 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები