გასპარიანი გოაჰრ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:54, 22 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გოაჰრ გასპარიანი − ქალიშვილობის გვარი ხაჩატრიანი, (14 დეკემბერი 1924, კაირო – 17 მაისი 2007, ერევანი), სომეხი მომღერალი (სოპრანო), სსრკ სახალხო არტისტი (1956), განათლება მიიღო კაიროში. 1948-იდან სსრკ-ში ცხოვრობს. 1949-იდან ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. ფლობდა იშვიათი სილამაზის ხმას და სრულყოფილ ვოკალურ ტექნიკას, ასრულებდა განსხვავებული სტილის პარტიებს, რომელთაგან აღსანიშნავია: ანუში, შუშანი (ტიგრანიანის „ანუში“, „დავით-ბეგი“), ლუჩია (დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“), ლაკმე (დელიბის „ლაკმე“), ვიოლეტა, დეზდემონა (ვერდის „ტრავიატა“, „ოტელო“), როზინა (როსინის „სევილიელი დალაქი“) და სხვ. გასპარიანი საკონცერტო მომღერალიც იყო, გასტროლებით ქონდა მოვლილი მრავალი ქვეყანა.