დანიელიანი აიკანუშ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:48, 22 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დანიელიანი აიკანუშ ბაღდასარის ასული - (3 (15). XII. 1893, თბილისი, – 19. IV. 1958, ერევანი), სომეხი მომღერალი (ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო), სსრკ. სახალხო არტისტი (1939), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1946).
1920 დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია 1922-32 იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, 1933-48-ერევნისა. 1943-51 ერევნის კონსერვატორიის პედაგოგი (1949-იდან პროფესორი). პარტიები: ეთერი, ლატავრა (ზ. ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“ და „ლატავრა“), ამ უკანასკნელის პირველი შემსრულებელი, (1928); ანუში (ტიგრანიანის „ანუში“), ოლიმპია (ჩუხაჯიანის „არშაკ II“), ანტონიდა (გლინკას „სიცოცხლე მეფისათვის“) და სხვ. გამოდიოდა აგრეთვე როგორც საკონცერტო მომღერალი. იყო დ. არაყიშვილის რომანსების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი.