კანდელაკი ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:45, 24 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვლადიმერ კანდელაკი – (16 მარტი 1908, თბილისი _ 10 მარტი 1994, მოსკოვი), ქართველი მომღერალი (ბანიბარიტონი) და რეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1970).

1928 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ე. ვრონსკის მოწაფე), 1933 მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი. 1929-იდან იყო კ. სტანისლავსკისა და ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალური თეატრის სოლისტი. პარალელურად (1954-64) – მოსკოვის ოპერეტის თეატრის მსახიობი და მთავარი რეჟისორი. ვ. კანდელაკმა შექმნა კომედიური და დრამატული სახეები: სტეფანი (შტრაუსის „ბოშათა ბარონი“), საქო (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), სულთან-ბეგი (ჰაჯიბეკოვის „არშინ-მალ-ალანი“), ტარასი (კაბალევსკის „ტარასის ოჯახი“) და სხვ. 1943-იდან მოღვაწეობდა როგორც რეჟისორი.

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები