კაბალიე მონსერატ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:51, 24 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მონსერატ კაბალიე - (Caballie, [12. IV. 1933, ბარსელონა), ესპანელი მომღერალი (სოპრანო) 1956-იდან ბაზელის საოპერო თეატრის სოლისტია, 1959-62 ბრემენის, 1965-იდან – „მეტროპოლიტენ-ოპერისა“. გამოჩენილი თანამედროვე მომღერალი, ბელკანტოს ხელოვნების შესანიშნავი ოსტატია. გამოდის მსოფლიოს მრავალ საოპერო სცენაზე. განსაკუთრებით, წარმატებით ასრულებს როსინის, ბელინის, დონიცეტის საოპერო პარტიებს. მართავს კონცერტებს, მისი შესრულება გამოირჩევა ტემბრული და დინამიკური ნიუანსირების სიმდიდრით (განსაკუთრებით ცნობილია მისი პიანისიმო მაღალ რეგისტრში).