გრიფი (მუსიკალური ინსტრუმენტის დეტალი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:03, 25 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გრიფი - გერმ. Griff,
- ელექტრონულ-სამუსიკო საკრავებში კონტაქტური აფსკი ან ფირი, რომელსაც შემსრულებელი ეხება თითებით, ცვლის ელექტროდენის ძაბვას და ღებულობს სხვადასხვა, სიმაღლის ბგერებს.
- ხემიან და საწკმეტ სიმებიან საკრავებში – მყარი ხის ჯიშებისაგან დამზადებული გრძელი ვიწრო ფირფიტა, რომელიც „ყელზეა“ მიწებებული და რომლის ზემოთაც გაბმულია სიმები.
- ჰარმონიკაში, ბაიანში, აკორდეონში – კორპუსის დეტალი, რომელზედაც მაგრდება მარჯვენა ხელის კლავიატურა.
- ჩასაბერ სატუჩე საკრავებში სახრახნ–საცობო მექანიზმის კვანძი.