კორელი ფრანკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:15, 27 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფრანკო კორელი – (8 აპრილი 1921, ანკონა – 29.X. 2003, მილანი], იტალიელი მომღერალი (დრამატული ტენორი). ვოკალს დაეუფლა დამოუკიდებლად. 1951-იდან მღეროდა იტალიისა და აშშ-ის საოპერო სცენებზე (1961-იდან – „მეტროპოლიტენ – ოპერაში“). XX ს. მეორე ნახევრის გამოჩენილი მომღერალი. ფლობდა მძლავრ, ტემბრულად ლამაზ ხმას, გამოირჩეოდა დიდი არტისტული ტემპერამენტით. პარტიები: რადამესი, მანრიკო (ვერდის „აიდა“, „ტრუბადური“), ხოზე (ბიზეს „კარმენი“), პოლიევქტი (დონიცეტის „პოლიევქტი“), ანდრე შენიე (ჯორდანოს „ანდრე შენიე“) და სხვ. წარმატებით ასრულებდა ნეაპოლურ სიმღერებს.