უფეხურასებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:47, 29 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უფეხურასებრნი (ლათ. Caprimulcidae) − ფრინველთა ოჯახი უფეხურასნაირთა რიგიდან. ოჯახში გაერთიანებული ფრინველები ხასიათდებიან პატარა და სუსტი ფეხებით, მოკლე თითებით, რომლებითაც არ შეუძლიათ ტოტებს მოეჭიდონ. ამიტომ ტოტზე განივად კი არ სხდებიან, არამედ გასწვრივად. შუა თითის ბრჭყალი შიგნითა მხრიდან სავარცხლისებურადაა დაკბილული. ღამისა და ბინდის ფრინველებია. იკვებებიან მხოლოდ მწერებით, რომლებსაც იჭერენ ფრენის დროს. დებენ 2 კვერცხს მიწაზე, ყოველგვარი ამონაფენის გარეშე. მართვეები იჩეკებიან თვალებახილულნი და ღინღლით დაფარულნი.

ოჯახს ხშირად 2 ქვეოჯახად ყოფენ, 8 გვარითა და 72 სახეობით. საქართველოში მოიპოვება ერთი გვარის წარმომადგენელი.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები