მექანიკური სამუსიკო საკრავები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:15, 1 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მექანიკური სამუსიკო საკრავები – საკრავები, რომელთაც აქვთ ტექნიკური აღჭურვილობა დისკზე ჩაწერილი ნაწარმოების შესასრულებლად მუსიკოსის უშუალო მონაწილეობის გარეშე. არსებობს სხვადასხვა კონსტრუქციისა და ფორმის მექანიკური სამუსიკო საკრავები. მცირე ზომის მუსიკალური ყუთიდან რთული მოწყობილობის საათ-კარადასა და „გახმოვანებულ“ ეტლებამდე. პირველი მექანიკური სამუსიკო საკრავები შექმნა ლეონარდო და ვინჩიმ XV ს-ის ბოლოს. ეს საკრავები განსაკუთრებით გავრცელდა XIX ს. დასასრულს და XX ს. დასაწყისში. მექანიკური სამუსიკო საკრავების მრავალი სახეობიდან განსაკუთრებით პოპულარული გახდა „შარმანკა“ ( არღანი). მექანიკური სამუსიკო საკრავები შეცვალა გრამოფონმა და რადიომაგნიტოფონმა.