მილორავა შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:34, 2 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოთა მილორავა

შოთა მილორავა − (22 იანვარი 1925, თბილისი – 16. IV. 1990, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979).

1947 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ხელმძღვანელი პროფ. ა. ბალანჩივაძე), ამავე წლიდან მუშაობდა სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტმაისტერად, 1952-იდან პედაგოგ-ქორმაისტერად. კონსერვატორიის პედაგოგად (1977, დოცენტი). შ. მილორავას შემოქმედებაში წამყვანი ადგილი უჭირავს ოპერეტას. მისი 26 ოპერეტიდან აღსანიშნავია „სასიძოები“ (1952), „საყვარელი დისწული“ (1955), „სიმღერა თბილისზე“ (1958), „მხოლოდ შენ ერთს“ (1961), „სამი ბატონის მსახური“ (1962) და სხვ. მასვე ეკუთვნის ი. დუნაევსკის ოპერეტის „ოქროს ველის“ მუსიკალური რედაქცია, რომელიც „გაბზარული ფირფიტის“ სახელწოდებით დაიდგა თბილისის მუსკომედიის თეატრში (1970). მ. მრავალი საგუნდო და საესტრადო სიმღერის ავტორია. რომელთაგანაც აღსანიშნავია: „საფესტივალო“, „მეჩაიეთა სიმღერა“, „სიმღერა საქართველოზე“, „სიმღერა მასწავლებელზე“, „კოლხეთის ტურფა ქალები“, „სიმღერა რუსთაველზე“, „საქართველოვ – იდღეგრძელე“, „ჩიორა“, „ვინც ამ გოგოს გააცინებს“ და სხვ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები