მწვანე კოდალა
მწვანე კოდალა (ლათ. Picus viridis Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი კოდალასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − მწვანე კოდალა.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − კოდალასნაირნი (Piciformes)
- ოჯახი − კოდალასებრნი (Picidae)
- გვარი − მწვანე კოდალა (Picus)
მწვანე კოდალა საშუალო სიდიდის კო- დალაა, ფრთა 150–170 მმ-ია, კუდი – 105–116 მმ, წონა–185–250 გ. სი- დიდესა და შეფერილობაში სქესთა შო- რის განსხვავება არაა, ან უმნიშვნე- ლოა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მუქი-მწვანეა, კუდის ზედა მფარავები – ელვარე ყვითელი. თავი ზემოდან და კისრის წინა ნაწილი – წითელი, შუბლი და ზოლები თვალე- ბის ირგვლივ – შავი. პირის კუთხეებ- თან იწყება და თავის გვერდებისაკენ ულვაშის მსგავსად მიემართება შავი ზოლი, რომელზედაც წითელი წინწკ- ლებია. მომქნევები და საჭის ბუმბუ- ლები მურა ფერისაა, ღია განივი ზო- ლებით. მუცლის მხარე მომწვანო-თეთ- რია, მკერდსა და მუცელზე არამკვეთ- რი მუქი ლაქებით. სხეულის გვერდებ- ზე, კუდის ქვემო მფარავებზე და წვი- ვებზე მურა განივი ზოლებია. ნისკარ- ტი მორუხო-შავია, ფეხები – მურა- რუხი. დედალს შავ „ულვაშებზე“ არა აქვს წითელი წინწკლები, ხოლო მუც- ლის მხარეზე მუქი სიჭრელე უფრო მკვეთრია. აღწერილია 3 ქვესახეობა საქართველოში მოიპოვება ს ა მ ხ რ უ ლ ი მ წ ვ ა ნ ე კ ო დ ა ლ ა – P. v. karelini Brandt, 1841. წ ა და აზიის გ ა ვ რ ც ე ლ ე ბ ა სახეობის არეალი მოიცავს ევროპისა ფოთლოვან, ნაწილობრივ შერეულ ტყეებს პირენეიდან, იტალიიდან და სა- ბერძნეთიდან, ჩრდილოეთით დიდ ბრიტანეთამდე და სკანდინავიაში – 69-ე პარალელამდე. სსრ კავშირში – ჩრდილოეთით კოსტრომამდე, ყაზანამდე და შუა ვოლგისპირეთამდე; სამხრეთით – ხარკოვის ოლქი, დნეპრის ჭორომიანი ნაწილი და კავკასია. მოიპოვება თურქეთსა და ჩრდილოეთ ირანშიც. საქართ- ველოში მობინადრეა. ბ ი ო ტ ო პ ი გამრავლების დროს ფოთლოვანი, ზოგჯერ შერეული ტყე- ები, ტყის კორომები; საკვებად გამოდის ტყის მახლობელ ბაღებში, ჭალებში, ბუჩქნარებში, ადამიანის სამოსახლოს მიდამოებში. გ ა მ რ ა ვ ლ ე ბ ა. მონოგამიური ფრინველია. ბუდობს ლპობადი ხეების ფუღუროებში. მაისის პირველ ნახევარში დებს 3–7 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 15–17 დღემდე გრძელდება. კ ვ ე ბ ა მწვანე კოდალას ძირითად საკვებს შეადგენენ ჭიანჭველები და მათი კვერცხები. ჭამს ქსილოფაგ მწერებს, ზოგჯერ მცენარეთა კვირტებსაც. მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა. ტყის მეურნეობისათვის სასარგებლო ფრინველია.