ოპერა-სერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:17, 5 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოპერა-სერია – (იტალ. opera seria – სერიოზული ოპერა), იტალიური ოპერის ნაირსახეობა. იქმნებოდა ჰეროიკულ-მითოლოგიურ ან ლეგენდარულ-ისტორიულ სიუჟეტებზე, ჩამოყალიბდა XVII ს. დასასრულსა და XVIII ს. დასაწყისში ნეაპოლური სკოლის კომპოზიტორთა შემოქმედებაში (ა. სკარლატი და სხვ.).