მყოფადის კავშირებითი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:36, 7 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მყოფადის კავშირებითი – საუღლებელი ერთეული (ა. შანიძე), იგივე კავშირებითი I, პირობით-კავშირებითი.
მყოფადის კავშირებითი ფორმობრივი თვალსაზრისით იდენტურია აწმყოს კავშირებითისა. ზმნათა ერთი ნაწილი უწყვეტლისაგან მხოლოდ ზმნისწინით განსხვავდება, თუმცა ამას სისტემური ხასიათი არა აქვს. ზმნათა მეორე ნაწილში ხდება ფორმათა შენაცვლება (სესხება): მეფობის – ი-მეფ-ებ-ს. ეს არის ძირითადი საფუძველი იმისა, რომ მყოფადის კავშირებითი, ისევე როგორც ე. წ. მყოფადის წრის მწკრივები, დამოუკიდებელ საუღლებელ ერთეულად არ გაიაზრება მკვლევართა ერთი ჯგუფის მიერ (გ. გოგოლაშგილი, ა. ონიანი…).
გ. გოგოლაშვილი
ლიტერატურა
- შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები, I. თბ., 1953;
- ჭუმბურიძე ზ. მყოფადი ქართველურ ენებში, თბ., 1986;
- გოგოლაშვილი გ. ქართული ზმნის უღვლილების სისტემა, თბ., 1988;
- ონიანი ა. თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა, თბ., 2003.