სახელდებითი წინადადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:44, 7 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელდებითი წინადადება – სახელი ან სახელური ჯგუფი, რომელიც უშემასმენლოდ იძლევა გარკვეულ ინფორმაციას და წინადადების ფუნქციურ-ინტონაციური ეკვივალენტია („მოკაშკაშე მთვარე. მდინარე ტირიფებით დაბურული. მასზე გადებული ხიდი. წისქვილი ისლის სახურავით“, ნ. ლორთქიფანიძე.

სახელდებითი წინადადება. მხოლოდ პირობით ჩაითვლება წინადადებად, რამდენადაც წინადადების ძირითადი წევრი ზმნა-შემასმენელი მასში არ არის, სახელდებითი წინადადებაში სახელი უპირატესად სახელობით ბრუნვაშია, ამიტომ ამგვარ წინადადებას ნომინატიურ წინადადებასაც უწოდებენ („პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმერთისაგან დიდად ცხოველი, მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა, წყალობისა მთოველი“. შოთა რუსთაველი). სახელდებით წინადადებებს ტექსტში, ჩვეულებრივ, ახლავს პრედიკატიანი წინადადებებიც („შედედებული ჰაერი. ყომრალი გარემო. თითქოს ნისლია ირგვლივ“, შ. დადიანი). სახელდებითი წინადადება ზოგჯერ რთული წინადადების ნაწილია („აჰა, იმ დროთაგან ერთი სახე ამოღებული, რომელიც ერთად გვინატრია უცხოეთში ჩვენ“, ი. ჭავჭავაძე). სახელდებით წინადადებებშია გაერთიანებული ქუჩის, ადგილის, წარმოება-დაწესებულებებისა, წიგნებისა და გაზეთების სახელწოდებები; მხატვრული თუ სხვა ხასიათის ნაწარმოებთა სათაურები და ა. შ.

ლ. კვანტალიანი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედიას

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები