ჭ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:13, 8 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჭ – ქართული ანბანის ოცდამეათე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეცამეტე) ასო. მისი სახელია „ჭარი“; გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი აბრუსტივი შიშინა აფრიკატისა. ასომთავრულში იწერებოდა ⴝ. მისი მოხაზულობა წრისა და რკალის კომბინაციაა, რომელსაც კვადრატის ნახევარი უკავია. ნუსხური Ⴝ მარჯევნივაა გადახრილი და ქვედა სამ ხაზშია მოთავსებული, მხედრული ჭ მომრგვალებული ფორმისაა და ოთხ ხაზს შორის იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ხუთ ათასს (5000).