შურდოს აქატის საბადო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:19, 8 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შურდოს აქატის საბადო – აქატის საბადო ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ შურდოსთან, ზღვის დონიდან 820-1600 მ სიმაღლეზე, ახალციხის რკინიგზის სადგურიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 10-15 კმ მანძილზე. წარმოადგენს ახალციხის აქატის საბადოთა ჯგუფის ჩრდილოეთ ზოლს. მაღალი ხარისხისაა. საბადო რამდენიმე უბნისაგან შედგება: აგარა, აგარისღელე, ბოგა, გურკელი, მიწური, სახლები, სვირი, ცოხტევი, ხამურა და სხვ. აქატით ყველაზე მდიდარია ჩრდილოეთი ზოლი, რომელიც გადაჭიმულია 29 კმ მანძილზე. აქატი ნაცრისფერი და მოლურჯო-ნაცრისფერია. გამოიყენება საიუველირო-სანაკეთო მიზნით. ადვილად მუშავდება. დამუშავების შედეგად მიიღება სარკისებრი ზედაპირი.