ელექტრონული სამუსიკო საკრავები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:21, 8 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელექტრონული სამუსიკო საკრავები – საკრავები, რომლებზეც მუსიკა ელექტრონული ენერგიის მეშვეობით სრულდება. მუსიკოსი-შემსრულებელი ელექტრონულ სამუსიკო საკრავებზე უკრავს ისევე როგორც ჩვეულებრივ საკრავებზე – კლავიატურის (ან გრიფის) პედლების და ა. შ. მეშვეობით. იგი ღებულობს ბგერის საჭირო სიმაღლეს, სიძლიერეს, ტემბრს, გამომსახველობას მაგრამ მას თითქმის არ ეხარჯება კუნთის ენერგია ბგერითი რხევის მისაღებად. ელექტრონული სამუსიკო საკრავები არის: „მრავალხმიანი“ – პედლების, რეგისტრების და მანუალების ჩვეულებრივი სისტემის მქონე ორგანოები, ადაპტირებული როიალი, პიანინო, ფისჰარმონია და „ერთხმიანი“ – ჩვეულებრივ, გრიფი-მანუალით, რომელზედაც შესაძლოა საკრავის მთელი დიაპაზონით შესრულდეს გლისანდო, რაც ხელს უწყობს ინტონირების თავისუფლებას, ვიბრატოს, პორტამენტოს და სხვ. შესრულებას. უდიდესი შესაძლებლობების გამო ელექტრონული სამუსიკო საკრავები განსაკუთრებით ძვირფასია გამოყენებითი, საილუსტრაციო, თეატრალური და კინომუსიკის სფეროში.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები