სალიერი ანტონიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:42, 8 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანტონიო სალიერი –(18 აგვისტო 1750, ლენიაგო, ვერონის მახლობლად – 7 მაისი 1825, ვენა], იტალიელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პედაგოგი. 1766-იდან ვენაშია, იყო სამეფო კარის კომპოზიტორი (1774- იდან) და კაპელმაისტერი (1788-იდან). ხელმძღვანელობდა იტალიურ საოპერო დასსა და სამეფო კარის კაპელას (1824-მდე). სალიერი ავტორია ოპერებისა: „არმიდა“ (1771), „აღიარებული ევროპა“ (დაიდგა 1778 მილანის „ლა სკალას“ გახსნაზე), ორატორიებისა, ინსტრუმენტული ნაწარმოებებისა და სხვ. შთამბეჭდავია სალიერის მოწაფეების სია: ლ. ბეთჰოვენი, ფ. შუბერტი, ფ. ლისტი და სხვ. სალიერის მიერ მოცარტის მოწამლვის ლეგენდა დიდი ხანია უარყოფილია.