სიხარულიძე გომარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:26, 10 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გომარ სიხარულიძე – (4. III. 1942, ქუთაისი – 27. I. 2020, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981). თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. საქსრთველოს განთალების მეცნიერების აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა კავშირის მდივანი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2009).

1959 დაამთავრა ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი. 1964 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობით (ვ. ფალიავშილის კლ.), 1969 საკომპოზიციო განყოფილება (ა. ბალანჩივაძის კლ.).

სხვადასხვა დროს იყო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის სამუსიკო ხელმძღვანელი. 1983-2005 ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე.

1961 მეგობარ სტუდენტებთან ერთად თბილისის კონსერვატორიაში აყალიბებს ანსამბლ „გორდელას“ რომელიც მრავალი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატი გახდა.

1977 აარსებს ახალციხის ბავშვთა ინტერნაციონალურ გუნდს „მღერის 400 გოგონა“ (მასთან ერთად გუნდს ხელმძღვანელობდნენ „შოთა ალთუნაშვილი“, „ანზორ თამარაშვილი“ და სხვები). 1979 აარსებს სოხუმის ბავშვთა ინტერნაციონალურ კაპელას. 2002 სასწავლო სახელოსნოში შექმნა გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „ქალგულო“.

1980 შექმნა პირველი ორსერიანი საბვშვო ფილმი-მიუზიკლი „რწყილი და ჭიანჭველას ახალი თავგადასავალები.“ 1983 გრამფირფიტების ფირმა „მელოდიამ“ ფილმის მიხედვით გამოსცა ამღერებული ზღაპარი „რწყილი და ჭიანჭველა“.

გომარ სიხარულიძე არის ავტორი მრავალი ჟანრისა და ფორმის მუსიკალური ნაწარმოებებისა. შექმნილი აქვს მუსიკა არაერთი კინოფილმისა და დრამატული თეატრის სპექტაკლებისათვის. მათ შორის კინოფილმისათვის „მევლუდი“, „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში,“ კინოკომედია „ჩარი რამა”, მიუზიკლი „გზა ყარამანს (“მესხეთის სახელმწ. თეატრი), საგუნდო, საბავშვო, საესტრადო სიმღერები და სხვ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები