სოლმიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:53, 10 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სოლმიზაცია – (გვიანდ. ლათ. Solmisazione < იტალ. Sol და mi (მუს. ბგერების სახლწოდება)], სოლფეჯიო
1. ვიწრო მნიშვნელობით – შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში მელოდიის მღერა მარცვლებით ut, re, mi, fa, sol, la, რაც შემოიღო გვიდო დ` არეცომ ჰექსაქორდის საფეხურების აღსანიშნავად. ფართო მნიშვნელობით – მელოდიის მღერა (ნებისმიერი მეთოდით) ბგერათრიგის საფეხურების სახელწოდებების (შეფარდებითი სოლმიზაცია) ან ბგერათა აბსოლუტური სიმღერის აღმნიშვნელ სახელწოდებათა წარმოქმნით (აბსოლუტური სოლმიზაცია). XVII ს-ში მარცვალი ut შეიცვალა do-თი.
2. ზოგჯერ ტერმინით სოლმიზაცია აღნიშნავენ ნოტების რიტმულ წაკითხვას ინტონაციის გარეშე (სოლფეჯიოსაგან განსხვავებით).