სუბდომინანტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:09, 12 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სუბდომინანტა – ერთ-ერთი ჰარმონიული ფუნქცია, აგრეთვე ტონიკაზე კვინტით დაბლა მდებარე აკორდი (აღინიშნება S-ით). სუბდომინანტური აკორდების საფუძველია კილოს IV საფეხური, რომელსაც აგრეთვე სუბდომინანტა ეწოდება. სუბდომინანტურ ფუნქციას ასრულებს II და VI საფეხურის აკორდებიც. ტონალობას, რომლის ძირითად ტონიკას სუბდომინანტა წარმოადგენს, ეწოდება სუბდომინანტური.