ჩაღმა ჩაყრილო ვენახო (სიმღერა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:15, 19 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“ – სავენახო ლექს-სიმღერა. ასახავს ქართველი ხალხის ისტორიის ერთ ტრაგიკულ პერიოდს, როცა თურქებმა ააოხრეს დასაგლეთ საქართველოს დიდი ნაწილი და მიიტაცეს აჭარა. ჩამწერი (ქედის რაიონის სოფელი მერისი) ამბობს: „თათრებმა ქართველების ჩაღმა ჩაყრილი ვენახი მოთხარეს და აღმა ჩაყარესო“. ლექსში გლეხი გულისტკივილით მისტირის საკუ–თარი შრომით ჩაყრილ და გაზრდილ ვეხახს:
- ჩაღმა ჩაყრილო ვენახო,
- სად წადი და სად მოგნახო?
- ჩებო გაზრდილო ვენახო,
- სად წადი და სად მოგნახო?
გ· ჭელიძე
ლიტერატურა
თ. ოქროშიძე, ქართული ხალხური შრომის პოეზია, 1963; აჭარის ხალხური პოეზია, ტ. I, 1970.