შტრაუსი იოჰან (მამა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:37, 20 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იოჰან შტრაუსი – (4 მარტი 1804,ვენა, − 5 სექტემბერი 1849, იქვე), ავსტრიელი კომპოზიტორი, მევიოლინე და დირიჟორი. ა. პოლიშანსკისა (ვიოლინო) და ი. ზაიფრიდის (კომპოზიცია) მოწაფე, 1819-იდან ი. ლანერის კვარტეტის წევრი. 1824-იდან ლანერის ორკესტრის დირიჟორის თანაშემწე. 1825 იოჰან შტრაუსმა დააარსა საკუთარი ორკესტრი, მასთან ერთად (1833-იდან) კონცერტებით შემოიარა ევროპის ქვეყნები. იოჰან შტრაუსი საცეკვაო მუსიკის ერთ-ერთი გამოჩენილი ოსტატი იყო. შტრაუსი 250-ზე მეტი ნაწარმოების ავტორია (მათ შორის 152 ვალსია.