ჩიჯავაძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:43, 20 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ჩიჯავაძე

ალექსანდრე ჩიჯავაძე – 9 აგვისტო 1917, თბილისი – 10 სექტემბერი 1971, იქვე), ქართველი ვიოლონჩელისტი და პედაგოგი; საქართველოს დამსახურებილი არტისტი, პირველი ქართველი მუსიკოსი – ლაურეატი, ქართული საშემსრულებლო სკოლის პირველი თაობის წარმომადგენელი. თბილისში სწავლობდა პროფესორ კ. მინიართან, 1945 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (პროფ. ს. კოზოლუპოვის კლასი), ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, იყო მუსიკოს შემსრულებელთა საკავშირო კონკურსების ლაურეატი (1935, 1937). 1952-იდან ა. ჩიჯავაძე თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია, 1964-71 მივლინებული იყო კაიროს კონსერვატორიაში ეროვნული კადრების მოსამზადებლად (ჩელოს კლასი). მის პატივსაცემად კაიროს კონსერვატორიაში გაკრულია მემორიალური დაფა.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები