ხატიაშვილი გივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:38, 20 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გივი ხატიაშვილი – (3 იანვარი, 1927, თბილისი, – 21 დეკემბერი, 2005, იქვე), ქართველი მევიოლინე, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1965). სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952). 1951 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ლ. შიუკაშვილის კლასი). 1944-67 იყო საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის წევრი. კვარტეტთან ერთად გამოდიოდა სსრკ ქალაქებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. 1967-დან ზ. ფალიაშვილის სახელობის „სამუსიკო გიმნაზიის“ დირექტორი იყო, 1955-დან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი (1985-იდან-პროფ.).