აზნავური შარლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:36, 21 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შარლ აზნავური - (ფრანგ. Charles Aznavour, ნამდვილი სახელი და გვარი ვაღინაგ აზნავურიანი 22. V. 1924, პარიზი) ფრანგი შანსონიე, კომპოზიტორი, კინომსახიობი.
დაიბადა სომეხი ემიგრანტების ოჯახში. გამოსვლები დაიწყო 40-იანი წლებიდან, ავტორია სიმღერებისა და მუსიკისა კინოფილმებისათვის. მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილია ფრანგული დოკუმენტური ფილმი „მღერის აზნავური“ (1973). მართავს გასტროლებს. უკანასკნელი წლები ცხოვრობს შვეიცარიაში.