პოლივკა ირჟი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:43, 5 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ირჟი პოლივკა – (1858-1932) ჩეხი ფოლკლორისტი, ლინგვისტი ლიტერატურის ისტორიკოსი, ზღაპართმცოდნე, ფინური სკოლის მიმდევარი. გამოკვლეული აქვს სლავური, ჩეხური და სლოვაკური ზღაპრები. საერთაშორისო მნიშვნელობა ენიჭება მის კომენტარებს, რომელიც გრიმების ზღაპრებს დაურთო. სიუჟეტთა მსგავსებას ხსნიდა კულტურის ერთიანობითა და ხალხთა გეოგრაფიული სიახლოვით.
მ. ჩაჩავა