ყაზბეგის განძი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:23, 5 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ყაზბეგის განძი – ამ სახელწოდებით ცნობილია ბრინჯაოს ითიფალური ფიგურები, სტეფანწმინდაში რომ აღმოჩნდა 1871-74 წლებში და ქართულ მითოლოგიასა და ეპოსს ასახავს. ქართული სიუჟეტებიდან აქ ბრინჯაოს მცირე ქანდაკებებში მატერიალიზებულია ამირანის დევებთან ბრძოლა, ცბიერი შიკრიკი, მემუსიკე ბადრი, ძლეული ამირანი, განძი ძვ. წ. VII-VI სს. თარიღდება.
მ. ჩიქოვანი
სარჩევი |
ლიტერატურა
- შ. ამირანაშვილი, ქ. ხელოვნების ისტ., 1, 1944;
- მ. ჩიქოვანი, მიჯაჭვული ამირანი, 1947.
წყარო
ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II ღუდუშაური შიოლა – XVII საუკუნის ისტორიული პიროვნება, რომლის სახელთან სოციალური უთანასწორობის ამსახველი ლექსებია დაკავშირებული. ზოგ ლექსში იგი „აჩხოტის ბატონად“ არის მოხსენიებული. თანამემამულეთა მიმართ მის უდიერ დამოკიდებულებას გადმოგვცემენ სტრიქონები:
- შიოლავ ღუდუშაურო, სკამს ზიხარ ერისთვისასა,
- აღარც ქალს ინდობ, აღარც კაცს, არცა ბალღს ერთის თევისასა,
- პირიდან ცეცხლსა მეხად ჰყრი, კლდეს ადნობ ბასრის ქვისასა.
შიოლა ღუდუშაურის თემაზე შექმნილ ნაწარმოებთა შორის აღსანიშნავია ბალადა „შიოლა და მთრეხელი“.
გ. შეთეკაური
ლიტერატურა
- ა. ყაზბეგი, თხზულებანი, ტ. IV, 1950, გვ. 151;
- ა. მაკალათია, ხევი, 1934, გვ. 43-44;
- ა. შანიძე, ქართული ხალხური პოეზია, I ხევსურული, 1931, გვ. 14-15; 336-34;
- გ. კალანდაძე, ქართული ხალხური ბალადა, 1957, გვ. 112–116;
- ხალხური სიბრძნე, ტ. IV, 1965, გვ. 179–180.