ყვავსაყდარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:02, 6 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ყვავსაყდარა – ეკლესია სოფელ ენისელში. უკავშირდება ამავე სახელწოდების თქმულება. ყანაში მომუშავე გლეხებს შხამიანი გველისაგან მოწამვლა მოელოდათ. ყვავმა ისინი სიკვდილს გადაარჩინა. თვითონ კი დაიღუპა. მადლიერმა ხალხმა ყვავის დაღუპვის ადგილას ეკლესია ააგო და მისი სახელი უწოდა. ამგვარი ტოპონიმები საქართველოს სხვა კუთხეებშიც გვხვდება.
ნ. შამანაძე
ლიტერატურა
ხალხური სიბრძნე, III, 1964.
წყარო
ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II