წერილი ლექსად
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:03, 9 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წერილი ლექსად – სატრფიალო პოეზიის სახეობა. ამ ტიპის ლექსი სატრფიალო გასაუბრებას შეიცავს. ადრესატად შეიძლება იყოს როგორც ქალი, ისე ვაჟი. ქალისადმი მიწერილი ლექს-ბარათები უფრო ხშირად გვხვდება: „წიგნი არ მიმიწერა“, „სიტყვა ფიქრია მღელვარე“...
- სიტყვა ფიქრია მღელვარე
- ჩემ გული – კალმის წვერია,
- ქაღალდზედ შავი მელანი
- დამდნარი გულის წვენია,
- ამ გულის წვენით ნაწერი
- ქალავ, ალერსი შენია...
ვაჟისადმი გაგზავნილ ლექს-წერილის ნიმუში – „რა ბევრი მიტირებია“, ხალხური ლექსის შექმნა-გავრცელების ეს სახე ქართულ ფოლკლორში ახალი არაა.
გ. შეთეკაური
ლიტერატურა
- ელ. ვირსალაძე, ქართული ხალხური სატრფიალო პოეზიის ძირითადი სახეობანი, ლიტერატურული ძიებანი, ტ. VIII, 1953, გვ. 291-292;
- ხალხური სიბრძნე, ტ. IV, თბ., 1965, გვ. 341; 360-362; 380-381.