ავტოგრაფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:52, 3 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავტოგრაფი – (ბერძ. αὐτός - თვითონ, γράφω – ვწერ) – საკუთარი ხელწერა, მწერლისეული ხელნაწერი ტექსტი. ვიწრო მნიშვნელობით ავტოგრაფად იწოდება მწერლის. მეცნიერის ან, საერთოდ, გამოჩენილი მოღვაწის ხელმოწერა.
გამოჩენილ მწერალთა ავტოგრაფების შესწავლა გვეხმარება ლიტერატურისმცოდნეობის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტაში. ამასთან მას თავისთავადი მნიშვნელობაც აქვს.