ეპოპეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:13, 16 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპოპეა – (ბერძ. ქმნა, შექმნა), პოემის ერთ-ერთი ისტორიული ფორმა, სახეობა („ძველი პოემა“). ანტიკურ საბერძნეთში ეწოდებოდა ხალხური სიმღერა-თქმულებების კრებულს, რომელიც გარკვეულ კომპოზიციურ მთლიანობას მოიცავდა და ფართო მასშტაბით გამოხატავდა ხალხის ცხოვრების მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს, ბრძოლებს, გმირთა თავგადასავალს. ბერძნულ ლიტერატურაში ეპოპეამ განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. მის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“.

შუა საუკუნეების დასასრულიდან ეპოპეისათვის დამახასიათებელი ასახვის მასშტაბი და შესაძლებლობა ნიშანდობლივი გახდა რომანისათვის. ამიტომ ჰეგელმა რომანს ბურჟუაზიული ეპოქის ეპოპეა უწოდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები